მთავრობა არის ბუტაფორია, არანაირ პასუხისმგებლობას ადამიანების უსაფრთხოებაზე არ იღებენ - ოთარ სირაძე

05.09.23 22:56
მთავრობა არის ბუტაფორია, არანაირ პასუხისმგებლობას ადამიანების უსაფრთხოებაზე არ იღებენ - ოთარ სირაძე

ტრაგედია შოვში - რაჭის ყოფილი გუბერნატორი სამსახურებრივ გულგრილობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს. როგორც ოთარ სირაძე ამბობს, ხეობაში რომ სტიქიური უბედურების საფრთხე არსებობდა, ამის საქმის კურსში წლების წინ ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ, მათ შორის, მაჟორიტარი გოჩა ენუქიძე, გუბერნატორი ჯაფარიძე, ონის მერი საბანაძე, ასევე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. 

ხელისუფლება არ გვაქვს, ეს არის ბუტაფორია, ერთგვარ საშოვარზე მოსული ადამიანების ჯგუფი, რომელიც დაკავებულები არიან პირადი კეთილდღეობით და არანაირ პასუხისმგებლობას ადამიანების უსაფრთხოებაზე არ იღებენ. ის განცხადებები, რაც დღეს გააკეთეს, ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ დაგვაკომპლექსონ ჩვენ, ვინც ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს. ეს კითხვები კი არა, ფაქტებით გამყარებული დანაშაულებრივი8 ქმედებებია. არ გამოუვათ, ამ ტრაგედიაზე პასუხისმგებლობის აღება ადრე თუ გვიან მოუწევს ხელისუფლებას. ეს კონკრეტული ადამიანები ჩემთვისაც, გლოლელებისთვისაც ცნობილია,“ - ამბობს ოთარ სირაძე.

ოთარ სირაძე ამბობს, რომ მოქალაქეები, რომლებმაც ოჯახის წევრები დაკარგეს, სამართლის პოვნას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე სტრასბურგის სასამართლოში შეეცდებიან.

ჩვენ ყველამ მათი სახით დავკარგეთ ოჯახის წევრები, ეს ადამიანები დაიწყებენ დავას და თუ აქ სამართალს არ იპოვიან, სტრასბურგში წაიღებენ. ბევრი რამ შეიძლება ითქვას ამ ხელისუფლების დანაშაულებებზე და გულგრილობაზე უშუალოდ სამი აგვისტოს შემდეგ. 4 აგვისტოს ავიდა ღარიბაშვილი სტიქიის ადგილზე, მე ვიცოდი, რომ დილით, ჯამში, 9 ცხედარი ჰყავდათ ნანახი და მიცვალებულები 8 საათის განმავლობაში ცხედრები მიტოვებულები ჰყავდათ. რატომ ვერ გადაჰყავდათ იცით? ვერტმფრენს დაჰყავდა ღარიბაშვილი რომ დაეთვალიერებინა ზონა," - ამბობს სირაძე.