ნიუტონის კანონებს ნუ შევცვლით - თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მიმართავს

06.09.23 11:21
ნიუტონის კანონებს ნუ შევცვლით - თეა გოდოლაძე ხელისუფლებას მიმართავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე  შოვის ტრაგედიიდან ერთი თვის თავზე ხელისუფლებას მიმართავს და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებს. 

სეისმოლოგი ხელისუფლებას რეაგირებას სთხოვს და მსგავს ზონებში წინასწარი შეტყობინებების სისტემები დამონტაჟების აუცილებლობაზე საუბრობს.

 გოდოლაძის თქმით, აუცილებელია წინასწარი შეტყობინების სისტემების გამოყენება, ვინაიდან ეს მსოფლიო პრაქტიკაა. სეისმოლოგი ხაზს უსვამს საკადრო მომზადების და თავისუფალი სამეცნიერო სივრცის აუცილებლობასაც.

წინასწარი შეტყობინებების სისტემები ასეთ შემთხვევებში რა თქმა უნდა, მუშაობას და რა თქმა უნდა აუცილებელია, ეს ასე უნდა იყოს, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა. აგერ არის "გუგლი" ბატონო მარტივად შეიძლება "დაგუგლოთ" და ნახოთ რას ნიშნავს წინასწარი შეტყობინების სისტემები. დღევანდელ პირობებში, როდესაც ეს მეტეოროლოგიურ პირობებს ეხება ეს რა თქმა უნდა შესაძლებელია. ეს არის სუფთა სამეცნიერო მიდგომა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს საკადრო მომზადება და თავისუფალი სამეცნიერო სივრცე, რომელიც ასეთი საქმიანობით კავდება, ეს არის მნიშვნელოვანი, თორემ ახლა წყალი აღმა არ მიდის, დაღმა მიდის და ნუ დავიწყებთ მტკიცებას, რომ ვაშლი ქვემოთ არ ეცემა და ნიუტონის კანონებს ნუ შევცვლით", - ამბობს სეისმოლოგი, თეა გოდოლაძე.