სააკაშვილის წერილი პარტიის ახალ მენეჯმენტს ეხება - დიმიტრი ბიძინაშვილი

06.09.23 11:22
სააკაშვილის წერილი პარტიის ახალ მენეჯმენტს ეხება - დიმიტრი ბიძინაშვილი

ნიკა მელიას ფალნგი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წერილის მთავარი ადრესატი ენმ-ს ახალი მენჯმენტია. დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ პარტიის მენეჯმენტი ენმ-დან ადამიანებს ყრის, რაც ღალატის ტოლფასია. 

ადამიანების გაყრა აღარ უნდა გააგრძელონ, რომელი გაყრაც დღეს გრძელდება და დღესაც ხდება სიებიდან ადამიანების ჩახსნა და რა თქმა უნდა, ამ ჩახსნილ ადამიანს არავითარი მოტივაცია არ ექნება, რომ ენმ-ს პლატფორმიდან გააგრძელოს ბრძოლა ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ამიტომ, ახალ მენჯემნტს ეხება ეს წერილი და კარგია თუ გაითვალისიწნებენ და მოეშვებიან ღალატობრივ ქმედებებს და ადამიანების გაყრას პარტიიდან, - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად  განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.