სააკაშვილი ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს - ვოლსკი

06.09.23 11:29
სააკაშვილი ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს - ვოლსკი

სააკაშვილი ყველაფრის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი მესამე პრეზიდენის თანაპარტიელებისადმი მიმართვას. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამბობს, რომ ენმ დროს ძიძგილაობაში ატარებს და რაიმე საინტერესო შეთავაზება ეკონომიკისა და პოლიტიკური ურთიერთობების მხრივ არ გააჩნია. 

სააკაშვილი მას (ბოკერიას) აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ ტრადიცულ ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი არის თურმე ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერი არ არის და ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს. ვინმეს რაიმე საინტერესო შემოთავაზება არ არის განვითარების თაობაზე, ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე ჩენ არ მოგვისმენია, - ამბობს გიორგი ვოლსკი. 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად  განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.