არ უნდათ იმპიჩმენტი, უნდათ სანახაობა - მანჯგალაძე

06.09.23 11:48
არ უნდათ იმპიჩმენტი, უნდათ სანახაობა - მანჯგალაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრის, პაატა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტი "ოცნებამ" ყურადღების გადასატანად წამოიწყო, სინამდვილეში კი სანახაობის გარდა არაფერი უნდათ.

მანჯგალაძე ამბობს, რომ "ოცნების" ხელში კანდიდატის სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი" და მას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს.

"ქართულ ოცნებას" არ უნდა იმპიჩმენტი. ეს ჩანს იქიდან, რომ იმედია არ დაემორჩილება ოპოზიციის შანტაჟს პრეზიდენტი. გადაყენებას უპირებენ და შანტაჟს არ დაემორჩილოსო. ჩანს, რომ არ უნდათ იმპიჩმენტი, უნდათ სანახაობა, რომ თვე ნახევარი მთელი მედია სივრცის ყურადღება გადატანილი იყოს საკონსტიტუციო პროცედურებზე. "ქართული ოცნების" ხელში კანდიდატის სტატუსი არის ღორის დინგზე ოქროს რგოლი, რომელსაც არაფერი მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

პრეზიდენტის წინააღმდეგ ირაკლი კობახიძემ სარჩელი უკვე დაწერა - "ქართული ოცნების" 50 დეპუტატმა კი დოკუმენტს ხელი მოაწერა. ახლა წინ საპროცედურო კომიტეტი და დეპუტატების ხელმოწერების ავთენტურობის დადგენაა. ამ ფორმალური პროცედურის შემდეგ  კი საქართველოს პარლამენტის სარჩელი პრეზიდენტის წინააღმდეგ, სასამართლოში ოფიციალურად დარეგისტრირდება, რითაც "ქართული ოცნება"  ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას  ოფიციალურად დაიწყებს. თუმცა ეს პროცესი თავად ოლიგარქის პარტიაშიც კარგად იციან რომ არასაკმარისი ხმების გამო კრახისთვის არის განწირული.