"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან
"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.
ინფორმაცია პარტიების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა - განცხადებას თან ვიდეოსთან ერთად გაავრცელეს.
- „ჩვენ გვაერთიანებს:
- – ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.
- – მომავლის მკაფიო ხედვა.
- – მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით“, - ნათქვამია განცხადებაში.
"გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" აქამდე "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად თანამშრომლობდნენ. ტრიო მას შემდეგ დაიშალა რაც "სტრატეგია აღმაშენებელი" საარჩევნოდ ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანდა.