პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს - სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

06.09.23 11:48
პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს - სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პარალელურად საქართველოს პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს - სალომე ზურაბიშვილი ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს შეხვდა. პარიზიდან გავრცელებულ ვიდეოში სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტთან "ძალიან სასარგებლო საუბარი ჰქონდა ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით".

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპული ტურნე მაინც დაიწყო, ამის საპასუხოდ კი კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდმა მისი იმპიჩმენტის პროცედურა აამოქმედა.

ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.