რატომ არ გაუშვეს პარლამენტიდან სერგეენკო? - დეპუტატი დუმილის რეჟიმშია

06.09.23 11:51
რატომ არ გაუშვეს პარლამენტიდან სერგეენკო? - დეპუტატი დუმილის რეჟიმშია

დავით სერგეენკო დუმილის რეჟიმშია. "ქართული ოცნების" ლიდერს ჯერ არ გაუკეთებია განმარტებები, რის სანაცვლოდ გადაიფიქრა "ოცნებამ" მისი პარალამენტიდან გაძევება.

მიუხედავად იმისა, რომ "ოცნებამ" სერგეენკო პარლამენტში დატოვა, ის საკანონმდებლო ორგანოში არც დღეს გამოჩენილა. დეპუტატი არც "პირველების" სატელეფონო ზარებს პასუხობს. 

დავით სერგეენკომ, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, უკვე თვეებია პარალემნტში  არ მისულა. პარტიის წინააღდმეგ წასვლის გამო კი "ოცნებას" მისი პარალემენტიდან გაძევება ჰქონდა გადაწყვეტილი. ყველა პროცედურა გაიარეს, თუმცა ბოლოს კენჭისყრაზე საკითხი ჩააგდეს.