ზურაბიშვილი "ოცნებათა" მონათლიდერს ყურმოჭრილ მონად წარმოედგინა - უსუფაშვილი
"სალომე ზურაბიშვილი "ოცნებათა" მონათლიდერს ყურმოჭრილ მონად წარმოედგინა" - "ლელოს" წევრი დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" მხრიდან საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ პერსონალური ანგარიშსწორება მიმდინარეობს.
უსუფაშვილის თქმით, ზურაბიშვილი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე თავისი წვლილის შეტანას ცდილობს, მმართველი გუნდი კი ამაში ხელს უშლის, მეტიც, იმპიჩმენტით ემუქრება
ზურაბიშვილი "ოცნებათა" მონათლიდერს წარმოედგინა ყურმოჭრილ მონად და ეგონათ, რომ სულ ისე მოიქცეოდა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების წინ და არჩევნების შემდეგ პერიოდში იქცეოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ახლა ეს ერთის მხრივ, მის მიმართ პერსონალური ანგარიშსწორებაა. მეორეს მხრივ, მცდელობაა, რომ საკუთარ ამომრჩეველს დაანახონ რა ყოჩაღები არიან და ამაზეც მიდიან, მაგრამ ამ ნაბიჯით რამხელა ზიანს აყენებენ ქვეყანას, მის სახელმწიფოებრიობას, რამდენად შეურაცხყოფენ მოქალაქეების მოქალაქეობრივ ღირსებას, როდესაც პრეზიდენტი საქვეყნო სახელმწიფოებრივ საქმეზე ითხოვს თავისი წვლილის შეტანას და ამას ხელს კი არ უწყობენ, ხელს უშლიან და მერე იმპიჩმენტით ემუქრებიან აქ ყველაფერი ნათქვამია უკვე", - ამბობს დავით უსუფაშვილი.