მაკრონის მხარდაჭერა ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს - რა თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა

06.09.23 12:21
მაკრონის მხარდაჭერა ქართველ ხალხს და სალომე ზურაბიშვილს  - რა თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა

 

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს და საქართველოს პრეზიდენტს ევროპულ გზაზე მხარდაჭერას უცხადებს - ემანუელ მაკრონიმ განცხადება პარიზში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

აუდიენციის შემდეგ ჩაწერილ მიმართვაში საფრანგეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრაზე საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე, ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე ისაუბრეს.

მაკრონის თქმით, ქართველი ხალხის მომავალი " ნამდვილად ევროპული გზა"

დიდი მადლობა ქალბატონო პრეზიდენტო. დღეს პარიზში, როგორც ყოველთვის, ძალიან სასიამვონო საუბარი მქონდა ქალბატონ პრეზიდენტთან. ბედნიერი ვარ, რომ მას ვუმსაპინძლე, რათა გვესაუბრა საქართველოზე, ევროკავშირის კანდიდატურაზე,  ქვეყნისა და რეგიონის მომავალზე. 
ასევე მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვხატო მამაცური ბრძოლის მიმართ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და იმისათვის, რაც მჯერა რომ ქართველი ხალხის მომავალია - ნამდვილად ევროპული გზა. 
ყველას დიდ წარმატებას გისურვებთ. მე განვაგრძობ ქალბატონი პრეზიდენტის მხარდაჭერას ამ გზაზე მომდევნო დღეების, თვეებისა და წლების განმავლობაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია თქვენთვის და ჩვენთვის"- თავა პრეზიდენტმა მაკრონიმ.