"რუსულ ოცნებას" ქვეყნის იმიჯი არ აინტერესებს, პრეზიდენტს მობილურით უწევს, საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გადაღება - ხაბეიშვილი
პრეზიდენტის ევროპული ტურნე - "ქართული ოცნების" მხრიდან სალომე ზურაბიშვილისთვის შექმნილ უხერხულობას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე "პირველებთან" აფასებს.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ როცა მოქმედ პრეზიდენტს მობილური ტელეფონით უწევს საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გადაღება, ეს ქვეყნის იმიჯს აზიანებს.
ამასთან, ენმ-ს თავმჯდომარის განცხადებით, ქვეყნის გარეთ კარგად ხედავენ, იმასაც როგორ კლავენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში.
როცა ქვეყნის გარეთ ნახავენ, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში წამებით კლავენ და შემდეგ მოქმედ პრეზიდენტს მობილური ტელეფონით უწევს საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გადაღება, ცხადია, ეს დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის და ცხადია, ეს არ არის კარგი საყურებელი არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ, თუმცა რუსულ ოცნებას ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი არ აინტერესებს, მათ აინტერესებთ, როგორ გადაიქცეს საქართველო რუსეთის გუბერნიად", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.