"ოცნება" ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბოროტად თამაშობს - ანა ნაცვლიშვილი

06.09.23 13:18
"ოცნება" ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბოროტად თამაშობს - ანა ნაცვლიშვილი

"ლელო-საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბოროტად თამაშობს. 

 დეპუტატის თქმით, "ოცნების" სურვილია, ევროპის კარი საქართველოსთვის დახურული იყოს. 

მთავარი ამოცანა დღეს არის, რომ საქართველოს კარი ევროპის წინაშე არ ჩაიკეტოს, ჩვენ ვხედავთ ვინ ცდილობს, რომ კარი არ ჩაიკეტოს და ვინ მუშაობს გამალებით, "ქართული ოცნება" იმისთვის, რომ ევროპის კარი საქართველოსთვის იყოს დახურული. ეს არის ძალიან ცხადი და ნათელი და ბოროტი თამაში ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, რასაც ეწევა ქართული ოცნება", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.