ოცნებას უხერხულობას არ უქმნის ფაქტი, როცა ზურაბიშვილს კოლეგასთან შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღება უწევს

06.09.23 13:32
ოცნებას უხერხულობას არ უქმნის ფაქტი, როცა ზურაბიშვილს კოლეგასთან შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღება უწევს

მმართველ გუნდს უხერხულობას არ უქმნის ფაქტი, როცა სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მობილური ტელეფონით გადაღება უწევს.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტს ურჩევს, "კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით განახორციელოს თითოეული საერთაშორისო ვიზიტი". როგორც არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უთხრა, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი უხერხული მომენტი გამოირიცხებოდა. 

სჯობდა, რომ კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვით განხორციელდეს თითოეულის საერთაშორისო ვიზიტი საგარეო აქტივობა ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ასეთი უხერხული მომენტი იქნებოდა გამორიცხული და უხერხულობაზე, რომ არაფერი ვთქვათ საკითხი ეხება საქართველოს კონსტიტუციის დარღვევას. იმპიჩმენტს აქვს სამართლებრივი და პოლიტიკური მნიშვნელობა, რომ მომავალში ნებისმიერმა ხელისუფლებამ და ნებისმიერი კონსტიტუციური ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, არჩეულმა თუ დანიშნულმა თავისი საქმიანობა წარმართოს კონსტიტუციის პრინციპების და კანონმდებლობის დაცვით და მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით გააკეთოს ის, რისიც სჯერა და არც მიაჩნია საჭიროდ თუ უკეთესად ქვეყნისთვის",  - ამბობს არჩილ თალაკვაძე.