ენმ-ს შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება - ხაბეიშილი გიგი უგულავას ინიციატივაზე
გიგი უგულავას ინიციატივა, რომელიც ენმ-ს ბაზაზე ბორდის შექმნას გულისხმობს, პარტიის თავმდჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მიუღებელია. საქმე ეხება ბორდს, რომელიც სხვა და სხვა ადამიანებს და მათ შორის, ენმ-ს მოქმედ და ყოფილ წევრებს გააერთიანებს.
ხაბეიშვილის თქმით, პარტიის შიგნით სმგავსი ბორდი არ შეიქმნება და მსგავს ერთობაში პარტია მხოლოდ რიგითი წარმომადგენლის როლში იქნება.
ენმ-ს ჰყავს სამდივნო, პოლიტიკური საბჭო და მათ შორის, პარტიის პოზიციის გაგება თუ გინდათ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანოებია შექმნილი პარტიაში. გიგი უგულავას შეუძლია მისი სუბიექტური პოზიციები დააფიქსიროს, რაც დიდ შემთხვევაში, სავარაუდოდ, დაემთხვევა ენმ-ს პოზიციებს, თუმცა გიგი უგულავას განცხადება, ცხადია, ვერ იქნება ენმ-ს ოფიციალური პოზიცია. ენმ-ს შიგნით არანაირი ბორდი არ შეიქმნება. ეს არის გამორიცხული და თქვენც, დარწმუნებული ვარ, რომ ობიექტური ინფორმაცია გექნებათ და მიიღებთ თუნდაც გიგი უგულავასგან. გარკვეული ჯგუფი, რომელსაც აქვს სრუვლი ენმ-თან, მიხეილ სააკაშვილთან იყოს გაერთიანებული და მხარი დაუჭიროს გამარჯვების პლატფორმას და შეიქმნას გარკვეული ერთობა, ძალიან მნიშვნელოვანი, მეტიც, მივესალმები, თუმცა ცხადია, ეს არ არის ენმ-თან და ენმ-ში. ეს არის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების გუნდი და გიგი უგულავა ასეთად მოიაზრება, ენმ-ში არ იქნება, თუმცა ენმ ჩართული იქნება როგორც რიგითი წარმომადგენლობა ამ ერთობაში თუ ასეთი იქნება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერში მივიღებთ მონაწილეობას, - ამბობს ხაბეიშვილი.