რატომ დატოვეს სერგეენკო პარლამენტში? - "ოცნება" კითხვას ვერ პასუხობს
რატომ დატოვეს დავით სერგეენკო პარლამენტში? - "ქართული ოცნება" კითხვას ვერ პასუხობს. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ არაკონსტიტუციურ გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ჰქონდათ უფლება, არასაპატიო გაცდენების შემთხვევაშიც კი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთდა სერგეენკო პარლამენტში დაეტოვებინათ.
ყველაფერი მოხდა კონსტიტუციის და რეგლამენტის დაცვით. მე გითხარით თეების წინ, რომ მასთან კონსულტაციის შემდეგ მივიღებთ ჩვენ გადაწყვეტილებას. არ გამოვრიცახვ, რომ ის გავიდეს პოლიტიკიდან მომავალში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ აბსოლუტურად თანმიმდევრული არგუმენტების საფუძველზე, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.
დავით სერგეენკოს სამაგალითოდ დასჯის გეგმა ჩავარდა. "ოცნებამ" უკან დაიხია. დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მხარი არ დაუჭირა, პარლამენტიდან ვერ გაუშვეს. გეგმები ბოლო წუთებში დადგა თავდაყირა. სერგეენკოსთის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი მხოლოდ ორმა დეპუტატმა დაუჭირა, 12 კი წინააღმდეგ წავიდა.