კალაძის შემდეგ, სადავო პროექტების დაცვის კამპანია საკრებულოს თავმჯდომარემ გააგრძელა
კახა კალაძის შემდეგ, სადავო პროექტების დაცვის კამპანია დღეს საკრებულოს თავმჯდომარემ გააგრძელა.
გიორგი ტყემალაძეც, თბილისის მერის მსგავსად, აცხადებს, რომ ბიზნესის წარმომადგენლები პოლიტიკურად საინტერესო ადამიანები არ არიან მათთვის და რომ ეს მხოლოდ ოპოზიციის პოლიტიკური დღის წესრიგია.
"თბილისის მერის კახი კალაძის მერობის პირველი დღიდან, პირველი, რაც გააკეთა ჩვენმა უმრავლესობამ და მისმა ადმინისტრაციამ იყო, რომ ურბანული პოლიტიკა გამოაცხადა, როგორც მთავარი პრიორიტეტი. მას შემდგომ ყველა სამშენებლო ნებართვა გაიცემა გენერალური გეგმის შესაბამისად, მათ არასდროს პრობლემა არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ არ ყოფილა მათთვის მესაკუთრე პოლიტიკურად საინტერესო ადამიანი, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ აშიშვლებს მათ განზრახვას და კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ჩვენ იმაში, რომ ეს პოლიტიკური დღის წესრიგია", - ამბობს ტყემალაძე.