ჩინეთის ინტერესები საქართველოში და ივანიშვილი - რას ამბობს ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი

06.09.23 15:22
ჩინეთის ინტერესები საქართველოში და ივანიშვილი - რას ამბობს ოლიგარქის ყოფილი ადვოკატი

საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა - ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი ამბობს რომ ამ საკითხზე და ზოგადად, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ოლიგარქთან საუბრები არ ჰქონია.

ყიფიანის თქმით, ჩინური უსაფრთხოების ინიციატივის არსი დასავლეთთან ჭიდილში შესვლაა. 

იურისტი და ექსპერტი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგიონში ჩინეთის ხმა არის და პროგნოზირებს, რომ დროთა განმავლობაში უფრო მეტად იქნება.

მისი თქმით, ჩინეთის ფაქტორი ქართული დიპლომატიის  მხრიდან უნდა გახდეს ერთგვარი საპირწონე რუსეთის ფაქტორის მიმართ.

საჭირო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიცით, რა არის გლობალური ჩინური უსაფრთხოების ინიციატივის არსი. ეს არის დასავლეთთან ჭიდილში შესვლა. მოდით ასე რბილად ვთქვათ და გარკვეულწილად მათი გავლენების შემცირება, მაგრამ თუ შევთანხმდებით იმაზეც, რომ რეგიონში ჩინეთის ხმა არის და დროთა განმავლობაში უფრო მეტად იქნება. სწორედ ამოცანაც ამაში არის, რომ რამდენად შესაძლებელი არის, თუ არის შესაძლებელი ჩვენი დასავლური კურსი რამენაირად თანმხვედრი გავხადოთ, რამდენად შეიძლება ჩვენ ჩინური ფაქტორი გამოვიყენოთ, როგორც ერთგვარი საპირწონე რუსეთის ფაქტორის მიმართ, ეს რა თქმა უნდა ქართული დიპლომატიის და ქართველი პოლიტიკოსების ერთ-ერთი ამოცანა იქნება. ჩვენ საგარეო კურსთან დაკავშირებით ბატონ ბიძინასთან საუბრები არ გვქონია", - ამბობს ვიქტორ ყიფიანი.

ეს საკითხი დღის წესრიგში  მას შემდეგ დადგა  რაც პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინეთში ვიზიტის შემდეგ ქვეყანა-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად გამოაცხადა. დასავლეთი და ამერიკა ამ პროცესს ეჭვის თვალით უყურებენ და საფრთხეებზე საუბრობენ.