განულებისგან ძალიან შორს ვარ - გიორგი ვაშაძე

06.09.23 15:25
განულებისგან ძალიან შორს ვარ - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, რომელმაც ენმ წლების წინ დატოვა, ამბობს, რომ თავს "განულებისგან"  ძალიან შორს არის. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მიხეილ სააკაშვილის წერილში ერთიანობის მნიშვნელობაზე იყო საუბარი და მთავარი ამ განცხადებაში სწორედ ეს იყო. 

ამ წერილში ამოვიკითხავდი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანს. ეს არის მოწოდება იქით, რომ მაქსიმალურად ყველამ მოვახდინოთ ჩვენი ძალების კონსოლიდაცია და მიმართვა რუსული რეჟიმის დემონტაჟისკენ. მე ვფიქრობ, რომ ეს წერილი ყველამ უნდა აზრიანად, სიღრმისეულად გაანალიზოს, გამგები კარგად გაიგებს, ვინ რაში იგულისხმა მიხეილ სააკაშვილმა. მთავარი საკითხი არის ამ წერილი მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი.
მე მხედავთ, რომ აქ ვდგავარ და განულებისგან ძალიან შორს ვარ, - ამბობს გიორგი ვაშაძე. 

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად  განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.