არჩევნებში მელიას მხარდაჭერა უმთავრესად პარტიას უკავშირდებოდა - თინა ბოკუჩავა

06.09.23 15:36
არჩევნებში მელიას მხარდაჭერა უმთავრესად პარტიას უკავშირდებოდა - თინა ბოკუჩავა

ვინ იყო მიხეილ სააკაშვილის წერილის ადრესატი - კითხვას ენმს წევრი თინა ბოკუჩავა პირდაპირ არ პასუხობს. ამის მიუხედავად, ბოკუჩავა ამბობს, რომ ხმები, რომელიც ნიკა მელიამ არჩევნებზე მიიღო, დიდ წილად ენმ-ს დამსახურებაა. მისი თქმით, მნიშვნელოანია ყველა კითხვას პასუხი არჩევნებმა გასცეს. 

ნიკა მელიამ არჩევნების დროს, როგორც ენმ-ს თავმჯდომარის კანდიდატმა მოიპოვა გაკრვეული მხარდაჭერა ენმ-ს ამომრჩევლისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მხარდაჭერა კი, მასაც უკავშირდებოდა პერსონალურად, მაგრამ უმთავრესად უკავშირდებოდა დღესაც უკავშირდება პარტიას. ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაიაზროს ნებისმიერმა პოლიტიკურმა ლიდერმა. 
ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოანია, რომ არჩევნებმა გასცეს ყველა ასეთ კითხვას პასუხი, - ამბობს ბოკუჩავა.

 

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ თანაპარტიელებს წერილით მიმართა და უთხრა, რომ ყველა, ვინც პარტიიდან წავა, ბოკერიას მსგავსად  განულდება. მესამე პრეზიდენტმა ენმ-ს წევრებს ერთიანობისკენ მოუწოდა.