"თავშეუკავებელი" - ვოლსკი ლომჯარიას ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

06.09.23 15:52
"თავშეუკავებელი" - ვოლსკი ლომჯარიას ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი ამტკიცებს, რომ ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილი ახაილ მოძრაობა ქვეყანას სიკეთეს არ მოუტანს. სახელისუფლებ გუნდის წევრის თქმით, ლომჯარია პოლიტიკაში დიდი ხანია მოვლენილია და ყოველთვის ანტისახელწმიფოებრივი და თავშეუკავებელი განცხადებებით გამოირჩეოდა. 

დიდი ხანია შექმნილი აქვს საზოგადოებრივი მოძრაობა, უბრალოდ, ოფიციალურად არ დარეგისტრირებულა, რისგანაც სიკეთეს საქართველო არ უნდა ელოდოს. პოლიტიკაში დიდი ხანია მოვლენილები არიან, როცა სახალხო დამცველი იყო, მაშინაც, უსევე, როგორც ბევრი არასამტავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური პლატფორმიდან მოძღვრავს ქვეყანას, მაგრამ მე ვფიქრობ, არცერთ ეტაპზე მისი საქმიანობისა, პოპულარობა ამ სტრუქტურის არ გაზრდილა და ეს მნიშვნელოვანწილად განპირობებულია თავად ლომჯარიას თავშეუკავებელი, ხშირ შემთხვევაში, ანტისახელმწიფოებრივი განცხადებებით, - ამბობს ვოლსკი. 

ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო მოძრაობა დააფუძნა. "საქართველოს ევროპული ორბიტას" რიგებში უკვე ირიცხებიან მეცნიერები, მწერლები, მუსიკოსები და საზოგოდებრივად აქტიური მოქლაქეები.

 ნინო ლომჯარიას განცხადებით, პლატფორმა პროევროპელ და საზოგდოებრივად აქტიურ ადამიანებს აერთიანებს, მიზანი კი ევროპული იდეის გარშემო დისკუსიები  და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდაა.