რას ფიქრობს ბრიუსელი "ქართულ ოცნებაზე" - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

06.09.23 17:08
რას ფიქრობს ბრიუსელი "ქართულ ოცნებაზე" - ინტერვიუ რიკარდ იოზვიაკთან

"ქართულ ოცნებას" ევროპული კურსის საბოტაჟში ოპოზიციის შემდეგ დასავლეთიც ადანაშაულებს - ბრიუსელში ფიქრობენ, რომ საქართველოს ხელისუფლება სტატუსზე უარის მიღებას მიზანმიმართულად ცდილობს - ეს განცდა ევროპელ ლიდერებს მაშ შემდეგ დარჩათ, რაც "ოცნებამ" პრეზიდენტი მტრად გამოაცხადა და მისი გადაყენების პროცედურა დააანონსა.

"რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტი, რიკარდ იოზვიაკი "პირველებთან" ინტერვიუში ამბობს, რომ ბრიუსელი შოკშია,  ევროპელი ლიდერებისთვის აუხსნელია, თუ ქვეყანას სტატუსი უნდა, რატომ უბლოკავს "ოცნება" შეხვედრებს პრეზიდენტს იმ ლიდერებთან, ვისაც გადაყრილების მიღების დროს გადამწყვეტი როლი აკისრია.

ევროპელი დიპლომატები სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის დაანონსებამ შოკში ჩააგდო. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მათთვის საერთოდ გაუგებარი აღმოჩნდა. თუკი "ოცნების" წინა გაუგებარ ნაბიჯებს ჰქონდა რაიმე არგუმენტი, ახლა საერთოდ არ ესმით რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ ზურაბისვილის გადაყენება. მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, რომ კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარი სახსრებით მართავდეს ევროპაში შეხვედრებს. პირიქით გასაკვირია, რომ პრეზიდენტი და მთავრობა ერთ გუნდად არ მუშაობენ. ისინი შოკში არიან და წუხან კიდეც ამის გამო. სვამენ კითხვას, სადამდე დაეცემა მთავრობა, როდემდე გაიტანს საკუთარ კარში გოლს. პირველად მოვისმინე მოსაზრება - მართლა სურს მთავრობას სტატუსი თუ ისინი აკეთებენ ყველაფერს მის საწინააღმდეგოდ. ამ დრომდე ამ მოსაზრებას მხოლოდ ოპოზიცია ამბობდა საქართველოში"- განაცხადა რიკარდ იოზვიაკმა. 

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკმაოდ დაფასებული ფიგურაა ევროპელი ლიდერებისთვის: 

გვახსოვს მისი გამოსვლა ევროპარლამენტში რომელიც ყველას მოეწონა, ახლა ის ხვდება ევროპელ ლიდერებს და ამ ფონზე მისი იმპიჩმენტი ძალიან უცნაურად გამოიყურება. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერია ქვეყნის დახმარების გარდა"- თქვა მან. 

რაც შეეხება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, "რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ჟოზეფ ბორელის ვიზიტი დიდი ხნის დაგეგმილია, თუმცა არ დასტურდებოდა.

რიკარდ იოზვიაკის თქმით, ისინი ყოყმანობდნენ ღირდა თუ არა ჩამოსვლა თბილისში.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, ეს შანსია ქვეყნისთვის გამოასწოროს გარკვეული ზიანი და დაამტკიცოს, რომ ევროკავშირში უნდა, რადგან ახლა კითხვები მაინც რჩება.  შეცდომებს სახელმწიფოები უშვებენ, ხანდახან მას აქვს ახსნა უკრაინის და მოლდოვის შემთხვევაში, მაგრამ საქართველო განსხვავებული შემთხვევაა. პირდაირი ფრენები, აგენტების კანონი და ახლა იმპიჩმენტის დაანონსება. ეს არის ევროპაში წუხილის მიზეზი. მე ვიცნობ ბორელს და ის ჩამოდის რომ მთავრობის წევრებს კითხოს რა გინდათ, რა იდეა გაქვთ, რას აპირებთ. ის გეგმავს მთავრობასთან დააყენოს რუსეთის საკითხიც. მან შესაძლოა პირდაპირ არ მოითხოვოს სანქციებისთვის შეერთება მაგრამ ის მკაფიოდ ეტყვის ოცნების ლიდერებს რომ ახლა დროა აირჩიოთ გზა. ბორელი არ არის ის ვინც მიიღებს ან მოისმენს ლექციებს, ის ხანდახან არ არის დიპლომატი და სათქმელს პირდაპირ და მკაფიოდ ამბობს, ამიტომ ასეთივე პასუხებს მოითხოვს საქართველოს მთავრობისგანაც"- დასძინა მან.