ხმაური ქუთაისში - სასამართლომ "რიონის მცველები" პატიმრობაში დატოვა

02.06.21 21:17
ხმაური ქუთაისში - სასამართლომ "რიონის მცველები" პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის  სასამართლომ  ნამახვანჰესის აქციაზე დაკავებული შვიდივე პირი,მათ შორის ძმები წულუკიძეები, პატიმრობაში დატოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებას ადგილზე ხმაური და  ბრალდებულების ახლობლების  უკმაყოფილება მოჰყვა. დაკავებულის ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები იმყოფებოდნენ, გზა გადაუკეტეს. 

ძმები წულუკიძეები და კიდევ 4 პირი, 14 აპრილს ბათუმში დააკავეს. ისინი ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე იმყფებოდნენ. გამოძიება დაკავებულებს ძალადობას ედავება.

 დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.