ნიკა მელიას აქვს ერთი უზარმაზარი კოზირი, რასაც ჰქვია „სიმართლე“ - დავით ნებიერიძე

06.09.23 17:39
ნიკა მელიას აქვს ერთი უზარმაზარი კოზირი, რასაც ჰქვია „სიმართლე“ - დავით ნებიერიძე

არასამტავრობო ორგანიზაცია "დაიცავი არჩევანის" თავმჯდომარე დავით ნებიერიძე ამბობს, რომ ენმ-ში ბრუნდება ხალხი, რომლებმაც თავის დროზე სააკაშვილიც და პარტიაც გაწირეს. მისი თქმით, ახალმა მენჯმენტმა პარტიიდან გარიყა ყველა, ვინც მესამე პრზიდენტის ფასეულობების მატარებელი იყო. ნებიერიე მიიჩნევს, რომ ნიკა მელიას მთავარი კოზირი სიმართლეშია.  

ბოკერიაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ხომ ყველასთვის ცხადია, რომ იმ მარიონეტების თეატრის დირქტორი იყო კეზერაშვილი? ის მართავდა პროცესებს და დღეს კეზერაშვილის და ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე მიშაც გაწირა, პარტიაც გაწირა და ღალატის გზას დაადგა, დღეს ისინი ქმნიან ამინდს ენმ-ში. და ამის პარალელურად, გარიყეს ყველა მართლა ერთგული ადამიანი იმ ფასეულობებისა, რომელი ფასეულობების მატარებელიც არის თავად მიხეილ სააკაშვილი და არ გამოვა ასე! ნიკა მელიას აქვს ერთი უზარმაზარი კოზირი, რასაც ჰქვია „სიმართლე“, - ამბობს დავით ნებიერიძე.