"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის წესს ცვლის

06.09.23 19:17
"ოცნება" ცესკოს თავმჯდომარისა და პროფესიული წევრების შერჩევის წესს ცვლის

ქართული ოცნება ცესკოს თავმჯდომარისა და ვაკანტური წევრების შერჩევის წესს ცვლის - "ქართული ოცნების" დეპუტატის,  გივი მიქანაძის თქმით, ახალი კანონპროექტის თანახმად, 76 ხმის ნაცვლად, რომლითაც ახლანდელი სისტემის მიხედვით, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 5 წლის ვადით აირჩევა.

ახალი კანონის მიხედვით, ახლა საჭირო იქნება 90 ხმის მობილიზება, ანუ ხმების 3/5-ის. იმ შემთხვევაში, თუ 90 ხმა ვერ მობილიზება, გადაწყვეტილების მიღება ისევ 76-ხმიანი სისტემით მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ საკანონმდებლო ორგანო ვერც 76 ხმაზე შეთანხმდა, მაშინ პარლამენტი არსებულ კანდიდატებს საქართველოს პრეზიდენტს წარუდგენს და პრეზიდენტი გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად მიიღებს.

ირკვევა, რომ კანონში ცვლილება სექტემბრის ბოლოს დამტკიცდება, ოცნებაში ამბობენ, რომ აღნიშნული ცვლილება 12-პუნქტიანი გეგმის განხორციელების შუალედურ შეფასებასთან არის დაკავშირებული.