3-0 პრეზიდენტის სასარგებლოდ - ზურაბიშვილმა "ოცნება" დღეს პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო
სალომე ზურაბიშვილმა დღეს "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ნოკაუტში ჩააგდო. 3:0 პრეზიდენტის სასარგებლოდ! ვიდრე თბილისში კობახიძე და მდინარაძე ზურაბიშვილის იმპიჩმენტისთვის ხელმოწერებს აგროვებდნენ, ოლიგარქის პარტიას ქვეყნის მთავარსარდალი პრეზიდენტ მაკრონთან ერთად ელისეის სასახლიდან მიესალმა. ღარიბაშვილის გეგმა პრეზიდენტის პოლიტიკურ შინაპატიმრობაში მოქცევაზე ჩავარდა. პრეზიდენტი შტაინმაიერი, პრეზიდენტი მიშელი და ახლა უკვე პრეზიდენტი მაკრონი, სამივემ ზურაბიშვილი საპრეზიდენტო ესკორტით საპრეზიდენტო სასახლეებში მიიღეს.
"სალომე ზურაბიშვილს აქვს ჩემი სრული მხარდაჭერა" - ამ განცხადებით საფრანგეთის პრეზიდენტმა "ოცნებას" ელისეის სასახლის ეზოდან უთხრა, რომ ყველაფერი ისევ ვერ იქნება, როგორც ოლიგარქის პარტიაში უნდათ. პრეზიდენტი მაკრონი, რომელთან პირისპირ შეხვედრებსაც მსოფლიოს ლიდერები თვეობით ელოდებიან, დღეს საქართველოს მხარდამჭერ განცხადებებს სალომე ზურაბიშვილთან ერთი მობილური ტელეფონით აკეთებდა.
როდის დაარღვევს დუმილს თავად სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის პროცესზე - ყველა დეტალი რუსუდან დუმბაძის სიუჟეტში.