ვის უანონსებს სააკაშვილი პოლიტიკურ განულებას, რა გეგმა აქვს მელიას და როგორ აპირებს ხაბეიშვილი პარტიის ერთიანობის შენარჩუნებას?
სააკაშვილის წერილმა ნაცმოძრაობაში ყველაფერი თავდაყირა დააყენა - სკანდალური გზავნილის შემდეგ მესამე პრეზიდენტი დუმილის რეჟიმში გადავიდა და აღარ აკონკრეტებს, ვის დაუანონსა პოლიტიკურად განულება. სააკაშვილის დუმილი კი ახლა იარაღია ლევან ხაბეიშვილის ხელში, იერიში ნიკა მელიაზე მიტანოს. მოქმედი თავმჯდომარე ამბობს, რომ სააკაშვილის გზავნილის ადრესატი ნიკა მელია იყო.
რა შედეგზე იყო გათვლილი სააკაშვილის წერილი?!
მესამე პრეზიდენტს ახლა ომის რეჟიმში მეყოფი თანაპარტიელების დაზავება უნდა, თუ ამ პროცესით ცდილობს, წამსვლელების წასვლა დააჩქაროს. ახლა ეს ორივე კითხვა პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას.
რჩება თუ არა რესურსი ერთმანეთთან სალაპარაკოდ დაპირისპირებულ მხარეებს - ნახეთ ნანუკა ქაჯაიას სიუჟეტი