რიონის მცველების ინფორმაციით, სისტემას პოლიციელები ტოვებენ

03.06.21 11:34
რიონის მცველების ინფორმაციით, სისტემას პოლიციელები ტოვებენ

პროტესტი რიონის ხეობაში - გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო სისტემას პოლიციელები ტოვებენ.

არსებული ინფორმაციით, უწყება დაახლოებით ათამდე სამართალდამცველმა დატოვა.  

გამომძიებელი ზურა ქველაძე, რომელმაც პოლიციის ფორმა რიონის მცველების სოლიდარობის ნიშნად გაიხადა, გუმათში პროტესტის მონაწილეებს შეუერთდა.

ქველაძე "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ინფორმაცია, რომ სამართალდამცავები სისტემას ტოვებენ, მასაც გაუგია. 

სოციალური ქსელით გავიგე, პირადი კომუნიკაცია არ მქონია. გავიგე, რომ ასე მანამდეც დაუტოვებიათ პოლიციელებს. 

პირველი ღამე იყო გუმეთში, რომელიც გავატარე არაჩვეულებრივ პიროვნებებთან, ერთმანეთთან სამშობლოს სიყვარულით დაკავშირებულ ადამიანებთან ერთად. მიხარია, რომ მათი ნაწილი გავხდი. ამიერიდან რიონის ხეობის რიგითი მცველი ვარ"- თქვა ქველაძემ. 

ნამაჰვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი, იხსენებს, რომ აქციების პერიოდში მათთან პოლიციელები და ჯარისკაცები მოდიოდნენ და უწყების დატოვების გადაწყვეტილების შესახებ უყვებოდნენ. 

მეც მითხრა, რომ აპირებდა წამოსვლას და ჩემს თვალწინ დარეკა უფროსთან სამხედრო სამსახურში. დაახლოებით 10-მდე შემთხვევა იყო. გარდა იმ 2 კაცისა, რომლებმაც საჯაროდ გააკეთეს განცხადება და დატოვეს სამსახური. ამ ადამიანებს ვინაობის გამხელა არ სურთ"- თქვა გოლეთიანმა. 

პროტესტის ნიშნად სისტემიდან მხოლოდ პოლიციის თანამშრომლები არ მიდიან, რიონის ხეობის მცველების სოლიდარობის გამო თავდაცვის სამინისტრო საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცმა დატოვა.

მსგავსი სიახლეები