მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია - ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს

03.06.21 11:37
მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია - ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს

ევროსაბჭოს დელაგაციის წარმომადგენლები ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ის საკითხები ჩამოთვალეს, რომლებზეც უცხოელ დიპლომატებთან გაამახვილებენ ყურადღებას.  განხილვის მთავარ საკითხად შარლ მიშელის დოკუმენტის იმპლემენტაცია სახელდება.

ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე აპირებენ, ადამიანის უფლებების საკითხებსაც შეეხონ, კონკრეტულად კი, ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას.

ამ წუთებში ევროსაბჭოს დელეგაცია "სტრატეგია აღმაშენებელს" და პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატებს ხვდება. 

პირველი, ეს არის შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულება, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა იგვიანებს, ეს უკვე ფაქტია, მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი გვექნება ორ მთავარ პრობლემაზე, ეს არის კორუფცია და ეს არის სასამართლო სისტემა. ვფიქრობ, მათი მხრიდან რეფორმებზე წნეხი არის ერთ-ერთი გზა იმისთვის, რომ რეფორმები გავაკეთოთ. მესამე საკითხი, ეს არის პოლიტიკურ საქმეებთან დაკავშირებით, რომელთა გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. მეოთხე, ეს არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დაკავებულია ზაზა გახელაძე და ირაკლი ბებუა და მინდა ვთხოვო, მათაც დახმარება იმისთვის, რომ ეს ადამიანები როგორმე გამოვიხსნათ და მექნება აუცილებლად საუბარი ადამიანის უფლებებზე. ორი მნიშვნელოვანი საკითხი: ეს არის ნინოწმინდის ბავშვთა სახლში რაც ხდება ალბათ შოკშ ვართ ყველა და მეორე საკითხი ეს არის ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, რომლითაც თავისი სიტყვის გამოხატვის, პრტესტის თავისუფლება შეუზღუდეს საქართველოს მოქალაქეებს, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. 

აქვთ თუ არა რაიმე საკითხებთან დაკვშირებით შენიშვნები უცხზოელ დიპლომატებს ხელისუფლებასთან , ან ოპოზიციასთან,  ჯერ-ჯერობით უცნობია. მათ მოსაზრებები ცნობილი იმ ანგარიშიდან გახდება, რომელსაც ისინი  შეხვედრების შემდეგ მოამზადებენ.