გიგი უგულავას უარი პროკურატურას - პოლიტიკოსი ამნისტიაზე უარს ამბობს
ძიუდოისტის ცემის საქმე - თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას სასამართლო მიმდინარეობს.
ტვ პირველის კორესპობდენტი ადგილიდან იტყობინება, რომ პოლიტიკოსს პროკურატურამ ამნისტიით სარგებლობა შესთავაზა, თუმცა გიგი უგულავამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
პოლიტიკოსი აღნიშნულ საქმეს ცინიკურს და აბსურდულს უწოდებს. მისი თქმით, საქმე თეთრი ძაფით არის ნაკერი და მასში ივანიშვილის ხელი ურევია.
გიგი უგულავა ამბობს, რომ ოლიგარქი მასზე შურისძიებას გინების გამო ახორციელებს.