ჩვენი ურთიერთობა ემყარება საერთო მიზნებს - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

03.06.21 11:52
ჩვენი ურთიერთობა ემყარება საერთო მიზნებს - უკრაინის პრემიერ-მინისტრი

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია. დენის შმიგალს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. 

დღევანდელი ჩვენი ურთიერთობა ემყარება საერთო მიზნებს. უკრაინისა და საქართველოს მთავრობების საერთო სურვილია, გახდეთ ევროკავშირის და ნატოს წევრი. რუსეთის ფედერაციის მხრიდან დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები შავი ზღვის რეგიონში აიძულებენ ჩვენ ქვეყნებს, უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ უსაფრთხოების სფეროში, მათ შორის, ნატოს ქვეყნების ჩართულობით. მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და გამოვხატავთ პატივისცემას თქვენი ქვეყნის სუვერენიტეტის მიმართ, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა. 

რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეებსა და საერთო გამოწვევებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც ისაუბრა. ღარიბაშვილმა უკრაინის სუვერენიტეტს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა. 
 

მსგავსი სიახლეები