მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება - სტიქიის ზონაში ავიაცია გამოიძახეს
სტიქიური უბედურების ზონაში ავიაცია გამოიძახეს. სუფსის მერის, გადარჩენის მიზნით, მოქალაქე სიმაღლეზეა ასული და მისი ჩამოყვანა ვერ ხერხდება. გურიაში ვერტმფრენის გამოჩენას ელოდებიან. დახმარება სოფელ სუფსის მცხოვრებს სჭირდება. გურიაში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ორამდე გაიზარდა.. ცოტა ხნის წინ მაშველებმა 80 წლის ქალი ცხედარს მიაგნეს. მარტოხელა პენსიონერი სოფელ სილაურიდანაა. ამ დრომდე მაშველები ეძებენ კიდევ ერთ დაკარგულ სკოლის მოსწავლეს. ადგილზე ვითარება კრიტიკულია. მეწყერ საშიშ ზონად გადაქცეულ სოფლებში ისევ გადაუღებლად წვიმს, რაც სამძებრო-სამაშველო ოპერაციას ართულებს.