მოხიბლული ვარ მათი მუშაობით - ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრაზე
"მოხიბლული ვარ მათი მუშაობით", - ამ სიტყვებით აფასებს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას. ბორელი ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში უმნიშვნელოვანესია.
მნიშვნელოვანი შეხვედრა და სასარგებლო დიალოგი მქონდა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. მოხიბლული ვარ მათი მუშაობით. გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა საკვანძოა“, — წერს ბორელი „ტვიტერზე“.