უმძიმესი შეხვედრა პარლამენტში - რა უთხრა ევროკომისმარმა "ოცნების" ლიდერებს დახურულ კარს მიღმა
უმძიმესი შეხვედრა პარლამენტში - ის, რაც დახურულ კარს მიღმა ევროკომისარმა "ოცნების" უმრავლესობას უთხრა, "პირველებმა" გაარკვია. შეხვედრის მონაწილე დეპუტატები ოპოზიციიდან გაოგნებას ვერ მალავდნენ. ასეთი ხისტი, პირდაპირი და მკაფიო გზავნილები ივანიშვილის გუნდს არასდროს მოუსმენია. ეს არ იყო დიპლომატიურ ენაზე საყვედურის თქმა - უყვებიან "პირველებს" დეპუტატები. ეს იყო სათქმელის შელამაზების გარეშე და უმკაცრესი ტონით თქმა.
შეწყვიტეთ ბრალდებები და გააკეთეთ საქმე - უთხრა ბორელმა პაპუაშვილს და "ოცნების" სხვა ლიდერებს. იმ დეპუტატებს, რომლებიც ღარიბაშვილს ნარატივს და ულტიმატუების ენით საუბარს პარლამენტის შეხვედრაზეც აგრძელებდნენ. ჟოზეფ ბორელმა "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ შედეგზე, რომელიც დეკემბერში დადგება, სრული პასუხისმგებლობა მხოლოდ მმართველ პარტიას ეკისრება.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.