100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხი მაკრონთან შეხვედრაზე დაუსვეს - ვაშაძე

08.09.23 18:56
100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების საკითხი მაკრონთან შეხვედრაზე დაუსვეს - ვაშაძე

"100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გააკეთა.

ვაშაძის შეფასებით, მმართველი ძალა რუსულ დავალებას ასრულებს და თბილისში ჩამოსულ ჯოზეფ ბორელს იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დაახვედრეს. ამ ეტაპზე, კი ვაშაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალება შეუძლია.

„ქართული ოცნება“ რუსულ დავალებას ასრულებს და ჯოზეფ ბორელის საქართველოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დაახვედრა, რათა გარემო კიდევ უფრო დაემძიმებინა. ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტისათვის საჭირო 100 ხმა არა აქვთ. შესაბამისად, რას ემსახურება ეს ყველაფერი? თავადაც აღიარებენ, რომ მთელი ეს პროცესი აბსურდია. ყველა „ქოცი“ ამბობს, რომ 100 ხმა არ აქვთ, ამ ხმების დაგროვებას ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ. ვინმე თუ ღილაკს ხელს მიაჭერს, თქვენც დაინახავთ, ჩვენც და ვიტყვით, რომ ის ადამიანი არის თაღლითი, ნაძირალა. პრეზიდენტს რაც ამ პროცესში შეუძლია, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა. 100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ მას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს“,  - განაცხადა ვაშაძემ.