ოჯახებში ჩვილები და ხნიერი ადამიანები არიან - სტიქიის ზონაში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ

08.09.23 19:10
ოჯახებში ჩვილები და ხნიერი ადამიანები არიან - სტიქიის ზონაში ჩარჩენილები დახმარებას ითხოვენ

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. მოწყვეტილ სოფლებში დარჩენილები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ხალხს დახმარება სჭირდება. 

ერთ-ერთი მოქალაქე ეკა მეგრელიძე წერს, რომ სოფლებში რჩებიან ოჯახები ჩვილებით და დამხმარე ჯგუფები ადგილამდე ვერ მიდიან.

სასწაული მდგომარეობაა ზემოთ სოფლებში, მითუმეტეს ჩვილი ბავშვები და ოჯახებში ხნიერი ადამიანები არიან, რომლებსაც ხალხს დახმარება სჭირდება, ხალხის დახმარება კი ფიზიკურად ვერ ხერხდება, ადგილამდე ვერ მიდიან. წვიმა არ იკლებს და ნალექიც მეტია, დრო გადის და სასწრაფოდ მოგვაქციეთ ყურადღება ყველას, არამარტო მე, არამედ მთელ სოფელს, სხვასთან უარესი მდგომარეობაა," - წერს ეკა მეგრელიძე.