ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს - ბორელი
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს", - ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ხურვალეთში საოკუპაციო ხაზთან გააკეთა.
როგორც ბორელი ამბობს, მოსახლეობას ესაუბრა, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის მუშაობით კმაყოფილები არიან და მასთან აღნიშნეს, რომ უსაფრთხოების განცდა აქვთ.
აქ 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან ჩამოსული ათასობით ადამიანი ამ ტერიტორიის პატრულირებას ახდენენ [საოკუპაციო] ხაზის გასწვრივ. ჯამში, დღედაღამ, კვირაში შვიდი დღე, მთელი წლის განმავლობაში პატრულირების თითქმის ასი ათასი საათი გამოდის.
ჩვენი გუნდი, ეს მისია, უსაფრთხოების შეგრძნებას უზრუნველყოფს. ხალხს ვესაუბრებოდი, ვინც იძულებული გახდა საკუთარი სახლი დაეტოვებინა და ახლა აქ არიან. ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი ხალხი უსაფრთხოების შეგრძნებას ტოვებენ.
ჩვენ ჯადოსნური ჯოხი არ გვაქვს, სასწაულებს არ ვახდენთ, მაგრამ პატრულირების ასი ათასი საათი [შევასრულეთ]. ძალიან ამაღელვებელია ბევრი ადამიანის საცხოვრებელი პირობების ნახვა, ძალიან ამაღელვებელია მათთან საუბარი, რომ გეუბნებიან, მათი სახლი, მათი მიწა ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და არ შეუძლიათ მას მოუარონ", - განაცხადა ბორელმა.