"ოცნების" მხრიდან ვხედავთ შანტაჟის და ევროკავშირის დამუნათების მცდელობას - ბადრი ჯაფარიძე

08.09.23 19:48
"ოცნების" მხრიდან ვხედავთ შანტაჟის და ევროკავშირის დამუნათების მცდელობას - ბადრი ჯაფარიძე

"ქართული ოცნების მხრიდან ვხედავთ შანტაჟის მცდელობას და მცდელობას, რომ დაამუნათონ ევროკავშირი, თუ არ მოგვცემთ სტატუსს, ქვეყანაში არეულობა მოხდება," - ეს განცხადება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძის შეფასებით, "ქართული ოცნება" არის ის, ვინც ევროკავშირში შესვლას ხელს უშლის. როგორც ჯაფარიძე ამბობს, ბორელის საქართველოში ვიზიტი უმნიშვნელოვანესი გზავნილია საზოგადოებისთვის, რომ ევროკავშირი ხალხის მისწრაფებას მხარს უჭერს. 

ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება, რაოდენ დიდია ჩვენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. ახლა შეხვედრა, რომელიც ჩვენ გვაქვს ევროკომისართან გაფართოების და სამეზობლო მიმართულებით, კოპმანთან, ჩვენ ვისაუბრებთ სწორედ ქვეყნის ევროპერსპექტივაზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც ქვეყანამ უნდა გადადგას და იმ მოლოდინებზე, რომელიც არის ევროკავშირში, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გველოდება წინ.

კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნება“ პათოლოგიური სიჯიუტით იმეორებს, რომ შესრულებული აქვს რეკომენდაციები, როდესაც ის მხარე, რომელმაც რეკომენადაციები გასცა, ამბობს, რომ არ არის შესრულებული, შეიძლება "ქართული ოცნება" გულისხმობს რუსეთის რეკომენდაციების შესრულებას, რადგან ევროკავშირის რეკომენდაციები ევროკავშირის შეფასებით არ არის შესრულებული,“ - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.