პერფომანსი აჭარის უმაღლეს საბჭოში -„ქართული ოცნების" დეპუტატი სხდომაზე "პუფით“ მივიდა

03.06.21 13:05
პერფომანსი  აჭარის უმაღლეს საბჭოში -„ქართული ოცნების" დეპუტატი  სხდომაზე  "პუფით“ მივიდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი "ქართული ოცნებიდან", დავით ბაციკაძე, სხდომაზე "პუფით" მივიდა. მისი თქმით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ თავის დროზე განაცხადა, რომ ვინც საკანონმდებლო ორგანოში შევა, ის იქნება „პუფი“ და მისი პერფორმანსის ამის გამოძახილი იყო:

„მე გავაკეთე ის, რაც თქვა პარტიის თვმჯდომარე ნიკა მელიამ. მან თქვა: „ვინც შევა პარლამენტში, ის არის „პუფი“.
„ნაციონალურ მოძრაობას" კიდევ ერთი წევრი მოვუყვანე და დღეს დავაყენებთ საკითხს, კიდევ ერთ წევრს მივანიჭოთ უფლებამოსილება - „პუფს“, რადგან ასე თქვა ნიკა მელიამ",- აღნიშნა ბაციკაძემ.

აჭარის უმაღლეს საბჭოს პლენარულ სხდომას ოპოზიციის წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კვოტით დღეს, 7თვიანი პაუზის შემდეგ, პირველად ესწრებიან.