სახელმწიფოს გულრგილობა დანაშაულია! იმოქმედეთ- ,,ენმ"-ს განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე

03.06.21 13:57
სახელმწიფოს გულრგილობა დანაშაულია! იმოქმედეთ- ,,ენმ"-ს განცხადება ნინოწმინდის პანსიონზე

სახელმწიფოს გულგრილობა დანაშაულია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ოპოზიციური პარტია ხელისუფლებას დროული რეაგირებისა და ადეკვატური ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

ეს არის უმძიმესი მოცემულობა, როდესაც სახელმწიფოს გულგრილობა არის პირდაპირ დანაშაული და მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვერც გენერალურმა პროკურატურამ, ვერც შესაბამისმა უწყებებმა, ვერ დაადგინეს გამოძიების ობიექტურობით ის, თუ რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა სახლში. საქართველოს სახალხო დამცველს უკრძალავენ კონსტიტუციით დაკისრებულ უფლებამოვალეობას, რომ განახორციელოს თავისი მანდატი. ბავშვების უსაფრთხოება არის ყოველდღიურად ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. სასწრაფო წესით მიიღონ ადეკვატური ზომები იმისთვის, რომ ყოველდღიური გულრგილობა, ყოველდღიური სახელმწიფოს მხრიდან ჩადენილი დანაშაული - სიჩუმე, არ გადაითარგმნოს ბავშვებზე ძალადობაზე, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე. 
 

მსგავსი სიახლეები