სააკაშვილს არა აქვს უფლება, საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩაერიოს - ზალკალიანი

03.06.21 13:57
 სააკაშვილს არა აქვს უფლება, საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩაერიოს - ზალკალიანი

სააკაშვილს არ აქვს უფლება, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩაერიოს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან შეხვედრისასა განაცხადა. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ სააკაშვილს უკრაინაში ისეთი პოსტი არ უჭირავს, რაც პოლიტიკის ფორმირებაზე გავლენას მოახდენს.

 სააკაშვილი არ ახდენს გავლენას უკრაინის პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოსთან მიმართებაში. მას არა აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ის თანამდებობა, როგორსაც ცდილობენ, რომ წარმოეჩინათ, აქვს მხოლოდ მრჩევლის ფუნქცია. ჩვენთვის მთავარია, რომ ქართული კანონმდებლობით დარღვევა არ იყოს, იცით თქვენ, რომ ჩვენი საარჩევნო კანონმდებლობისთვის მიუღებელია, არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ჩარევას საარჩევნო პროცესებში. 

 კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პრემიერ-მინისტრი იმყოფება. საქართველოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, კოლეგას შეხვედრისას მას მიხეილ სააკაშვილის შესახებ ესაუბრა. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც ესწრებოდა. დავით ზალკალიანმა პრემიერის პოზიცია ჟურნალისტებს გააცნო.

მსგავსი სიახლეები