თქვენ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა გიწევთ - უგულავას სიტყვა სასამართლოზე (ვიდეო)

03.06.21 14:06
თქვენ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა გიწევთ - უგულავას სიტყვა სასამართლოზე (ვიდეო)

ძიუდოისტის ცემის საქმე - სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ დაზარალებულსი სტატუსის მქონე საბა (ბადრი) გავაშელიშვილს ხელისუფლების ზონდერი უწოდა. პროკურორს კი მიმართა, რომ "მათ ამ ხელისუფლების გაფუჭებულის გამოწმენდა" უწევთ. 

არაფერი გესაქმებათ, მე რას და როგორ ვლაპარაკობ. დაბრძანდით და მოისმინეთ. ვიცი, ძალიან ძნელია სიმართლის მოსმენა, მაგრამ სიმართლის მოსმენა მოგიწევთ. 

ეს საქმე რომ შეთითხნილია, თქვენ ხომ კარგად იცით?! - გაჩუმდით მაინც. თქვენ თმენის ვალდებულება გაქვთ"- მიმართა უგულავამ პროკურორს. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ მასთან ვიღაც მთვრალი პითეკანტროპი საჩხუბრად მივიდა.