გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის ფრაქციაში გაერთიანდა

03.06.21 15:00
გრიგოლ ვაშაძე გიორგი ვაშაძის ფრაქციაში გაერთიანდა

ამ წუთებში მეათე მოწვევის პარლამენტში კიდევ ერთი ფრაქცია იქმნება. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე "სტრატეგია აღმაშენებლის" ფრაქციაში გაწევრიანდა. ახალ ფრაქციაში იქნებიან ხათუნა სამნიძე, ზურაბ ჯაფარიძე და ტარიელ ნაკაიძე. 

შეგახსენებთ, გრიგოლ ვაშაძემ ,,ენმ"-ს თავმჯდომარეობის პოსტი ვრცელი წერილის გამოქვეყნების შემდეგ, 2020 წლის 15 დეკემბერს დატოვა. რამდენიმე კვირის წინ კი შარლ მიშელის დოკუმენტს დამოუკიდებლად მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები