მთავარი ბრძოლა ჩვენზეა, ამერიკელი სენატორები მხოლოდ დაგვეხმარებიან - ეკა გიგაური

03.06.21 15:28
მთავარი ბრძოლა ჩვენზეა, ამერიკელი სენატორები მხოლოდ დაგვეხმარებიან - ეკა გიგაური

შეხვედრა უკვე დასრულდა -  ე. წ კლანი, სასამართლო რეფორმა და გამოწვები - ამ საკითხებზე ესაუბრნენ პირისპირ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გავლენიან ამერიკელ სენატროებს, დემოკრატ ჯინ შაჰინსა და რესპუბლიკელ რობერტ პორტმანს.  

გადამწყვეტი არჩევნების წინ ამერიკელმა სენატორებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ინფორმაცია არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მოისმინეს. 

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის,  ინფორმაციით, სენატორები ძირითადად სასამართლო ხელისუფლებისა და  ძალაუფლების გადანაწილების საკითხებით დაინტერესდნენ.

მთავარი ბრძოლა ჩვენზეა, სენატორები მხოლოდ დაგვეხმარებიან, ვილაპარაკეთ სასამართლოზე, მოახლოებულ არჩევნებზე, ძალაუფლების გადანაწილებაზე, მაგრამ მთავარი გზავნილი მათი ის არის, რომ პირველ რიგში ჩვენზეა ამ ქვეყნის პრობლემები, ჩვენ უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა უკეთესი იყოს - აცხადებს ეკა გიგაური.

,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, ნიკოლოზ სვიმონიშვილი, ამბობს, რომ სენატორებს შეკითხვები ქვეყანაში გასატარებელ, აუცილებელ რეფორმებთან დაკავშირებითაც ჰქონდათ. 

სენატორებს ჰქონდათ შეკითხვები რეფორმებთან დაკავშირებით, ჩვენი ხედვები შეეხებოდა იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სასამართლო სისტემაში უნდა იყოს მაქსიმალურ კონსესუსზე დაფუძნებული, პოლიტიკურ პარტიებს შორისაც და იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც, რადაგან ძალაუფლების გადანაწილებით ერთპიროვნული გავლენები შემცირდება-ამბობს ნიკოლოზ სვიმონიშვილი.

არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის შემდეგ სენატორებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლეს, სადაც პრემიერ ღარიბაშვილს შეხვდებიან, შემდეგ კი -პარლამენტის თავმჯდომარეს, დღის ბოლოს კი ვიზიტი ოპოზიციასთანაა დაგეგმილი. 

მსგავსი სიახლეები