მჯერა ბადრი ჯაფარიძის - გიორგი ვაშაძე "ლელოს" ლიდერის განცხადებაზე
„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ამბობს, რომ „ლელოს“ სკანდალურ განცხადებას ენდობა. საქმე ეხება ბადრი ჯაფარიძის იმ განცხადებას, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ მუქარის შემცველი წერილი მას გიორგი გახარიამ გადასცა. ვაშაძე დარწმუნებულია, რომ არსებული ხელისუფლების პირობებში აღნიშნული საქმის გამოძიება არ მოხდება.
მჯერა ბადრი ჯაფარიძის, ვენდობი მის განცხადებას. ამ საქმეს არ გამოიძიებს პროკურატურა. მარტივი მიზეზის გამო, რომ მარტო გახარია კი არა, ყველა სხვა იქნებოდა ამაში ჩართული, უფრო ზემოთ და ზემოთ. ეს საქმე, სანამ ხელისუფლება არ შეიცვლება, არ იქნება შინაარსობრივად გამოძიებული და სიმართლე და ჭეშმარიტება არ დადგინდება ამ საქმეზე, - ამბობს გიორგი ვაშაძე.