ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში
ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ აჭარის უმაღლეს საბჭოში. ხმაური ,,ოცნების" დეპუტატის, ლადო მგალობლიშვილის, გამოსვლას მოყვა, რომელმაც ,,ნაციონალურ მოძრაობას" გასულ შვიდ თვეში გაკეთებული განცხადებები, მათ შორის, მათი გუნდის ყოფილი წევრის, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის, ნაგვის თავზე დაყრის ფაქტი შეახსენა.