დიდი ალბათობით, დანაშაული არ მომხდარა - "ოცნების" დეპუტატი ნინოწმინდაზე

03.06.21 15:30
დიდი ალბათობით, დანაშაული არ მომხდარა - "ოცნების" დეპუტატი ნინოწმინდაზე

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის სკანდალს არასერიზულს უწოდებს. შალვა პაპუაშვილის თქმით,  გარკვეულ დანაშაულებებთან დაკავშირებით გამოძიებები რომ მიმდინარეობს, არ ნიშნავს იმას, რომ იქ კონკრეტულ ფაქტებს ადგილი ნამდვილად ჰქონდა. მმართველი გუნდის წევრი ფიქრობს, რომ პანსიონატში ძალადობრივი ხასიათის დანაშაული არ მომხდარა.

არ არის სწორი საქმეებზე აპელირება იმიტომ, რომ რა ხდებობდა, რა არ ხდებოდა, ამაზე დასკვნის გამოტანა, იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, არათუ ნაჩქარევია, არასერიოზულია. მიმდინარე საქმეზე ისე ხდება წარმოჩენა, თითქოს რაღაც ფაქტი მოხდა. გამოძიება სწორედ იმისთვის არის, რომ დაადგინოს, რაღაც ფაქტი მოხდა, თუ არა. ის, რომ გამოძიება მიდის და ამაზე დასკვნა არ არის, უფრო დიდი ალბათობით მიგვანიშნებს იმაზე, რომ დანაშაული არ იყო მომხდარი, - ამბობს შალვა პაპუაშვილი. 
 

მსგავსი სიახლეები