ნეიტრალური და აპოლიტიკური მერობის კანდიდატი - "ლელოს" ინიციატივას ელისაშვილი და "ოცნება" აკრიტიკებენ

03.06.21 18:06
ნეიტრალური და აპოლიტიკური მერობის კანდიდატი - "ლელოს" ინიციატივას ელისაშვილი და "ოცნება" აკრიტიკებენ

ვის მოიაზიარებს და ვინ შეიძლება იყო მერობის კანდიდატი, რომელიც ნეიტრალური და აპოლიტიკური იქნება, მამუკა ხაძარაძემ ჯერ არ იცის, თუმცა ,,ლელოს" ლიდერის ინიციატივას პოლიტიკური განცხადებები უკვე მოჰყვა. 

 ,,მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ერთი კანდიდატის გარშემო ოპოზციის გაერთიანების არ სჯერა.   მისი თქმით, მეწარმე და მჭედელი კი არა, ოპოზიციამ ისეთი კანდიდატი უნდა დააყენოს, რომელიც ,,ოცნების" მიერ დასახელებულ პირს დაამარცხებს.

მეურნე და მწყემსი და მჭედელი კი არაა მნიშვნელოვანი, მას ,,ქართული ოცნების" კანდიდატის დანამარცხება უნდა შეეძლოს. მითი მგონია და თან არასერიოზული, ასეთმა ოპოზიციამ საერთო კანდიდატზე შეთანხმება მოახერხოს - ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ხელისუფლებაში კი  ,,ლელოს" ინიციატივის კომენტირებისას აღნიშნავენ, რომ  ოპოზიციას მათი საპირწონე კანდიდატი არ ჰყავს.  ,,ქართული ოცნების" წევრი, ზაზა პაპუაშვილი, აცხადებს, რომ სწორედ ამიტომ დაიწყეს ისეთი კანდიდატის ძებნა, რომელიც რაც შეიძლება, მეტ ხმას მოუტანს.

 გარკვეულწილად სწორია ,,ლელოს" პოზიცია.  სჯობია, კანდიდატი საკუთარი გარემოცვის მიღმა უნდა ეძებონ. რადგან იმ სპექტრში, რომელსაც ისინი წარმოადგენენ, ,,ოცნების" კონკურენტი არ არის. - ამბობს ზაზა პაუაშვილი.

ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც შემოდგომაზე უნდა გაიმართოს,  რეფერენდუმის მნიშვნელობა აქვს, რადაგან თუ ,,ოცნება" 43%-ს ვერ მიიღებს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის არსებული შეთანხმების მიხედვით, ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები