საიდან დაუფინანსა პრემიერ შვილს ტარიელ ღარიბაშვილმა ჩარტერი - "ოცნებას“ ახალი თავის ტკივილი აქვს
ღარიბაშვილის პენსიონერი მამა ვერ ასაბუთებს, საიდან მოიტანა ფული, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, პრემიერ შვილს საზაფხულო არადადეგებზე ფრენისთვის ტარიელ ღარიბაშვილმა გადაუხადა. დღეს ახალი კარტები გახსნეს: პრემიერის წინ და უკან ფრენა 100 ათასი დაჯდა, ფული მამამ გადარიცხა. 100 ათასის შესაგროვებლად კი პრემიერის პენსიონერ მშობელს 27 წელი დასჭირდებოდა.
ტარიელ ღარიბაშვილის სხვა შემოსავლები საჯარო წყაროებში არ ჩანს. აქვს მხოლოდ ერთ კომპანია, რომელიც ვალებში იძირება და კოტრდება.
ახლა ხელისუფლება კვალის დაფარვით არის დაკავებული. გააქრეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ტარიელ ღარიბაშვილის ღვინის ქარხანას სახელმწიფომ ორი კვირის წინ 150 ათასი ლარი გამოუყო.
რას მალავს საგულდაგულოდ მთავრობა? ფაქტია, რომ დღეს გაჟღერებულმა სამთავრობო ვერსიამ კიდევ უფრო დაამძიმა პრემიერის მდგომარეობა. როგორ მოხდა, რომ რიგითი პენსიონერი 2014 წლის შემდეგ იმდენი ფულის პატრონი გახდა, რომ ყოველწლიურად პრემიერ-მინისტრ შვილს 150 ათას ლარს უბრალოდ ჩუქნის, ახლა კი უკვე სამთავრობო თვითმფრინავებსაც ქირაობს შვილის და შვილისშვილის ამერიკული არდადაგებისთვის.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.