პრეზიდენტი მის თანამდებობიდან გადაყენებას არ გამორიცხავს - რა გეგმა აქვს ზურაბიშვილს?
დიპლომატიურმა კორპუსმა უკვე იცის, რომ "ოცნებას" სალომე ზურაბიშვილის გადაყენების შანსი აქვს. ორბელიანების სასახლეში დღეს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ელჩები პრეზიდენტთან შეხვედრას ერთი საათის განმავლობაში მართავდნენ. კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის გარდა, არსებობს ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი მათ იმპიჩმენტზეც ესაუბრა. პრეზიდენტი თანამდებობიდან გადაყენებას ელოდება. ფიქრობს, რომ სხვა შემთხვევაში, "ოცნება" ამ პოლიტიკურ სვლას ტყუილად არ წამოიწყებდა.
პრეზიდენტის სასახლიდან აქამდე უთქმელი ამბავი ალეკო ელისაშვილმა გამოიტანა. ირკვევა, რომ ზურაბიშვილს აქვს გეგმა, რა უნდა ქნას გადაყენების შემთხვევაში და როგორ უნდა გააგრძელოს ბრძოლა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
როგორ მოხდება პრეზიდენტის თანამდებობიდან გაშვება? სარჩელი საკონსტიტუციოში შესულია, მაგრამ "ოცნებას" საჭირო ასი ხმა არ აქვს, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ ივანიშვილის გუნდს დეპუტატების გადაბირებისთვის კულუარული მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს. ახლა საინტერესოა, ვის გადაიბირებს და ვის არა "ქართული ოცნება".
ვრცლა ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.