სად არიან ბავშვები? - აქცია პროკურატურასთან
საქართველოს მთავარ პროკურატურასთან სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. შოთაძის უწყებასთან შეკრებილები ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მდგომარობას აპროტესტებენ და სამართლებრივ რეაგირებას ითხოვენ.
სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ, გუშინ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული.
პანსიონში სახალხო დამცველს ამ დრომდე არ უშვებენ.